13 ნოემბერი 2018,   09:46
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის 2007 წელს TBC ბანკზე განხორციელებულ დარტყმაზე საუბრობს, გიორგი ქადაგიძე ეხმაურება

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის 2007 წელს TBC ბანკზე განხორციელებულ დარტყმაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე გამოეხმაურა.

საუბარია ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ 2007 წელს TBC ბანკს დარტყმა მიაყენეს და კრედიტების გაცემა შეეზღუდა.

გიორგი ქადაგიძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

ქადაგიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება,“ განაცხადა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.

„მხოლოდ ჯიუტი რიცხვები კომენტარის გარეშე:

„თიბისი ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 594 მილიონი ლარი, საკრედიტო დაბანდება 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით 1,173 მილიონი ლარი (წლიური ზრდა 97%).

„არაერთხელ მითქვამს, პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება (ცალკეული შემთხვევების გამოკლებით).

„აი ვისი ხმაც არასდროს ისმოდა, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ადამიანები ვისთვისაც 20, 50 და 100 ათას ლარიანი ჯარიმა და საურავი გაკოტრების ტოლფასი იყო.

"რაც შეეხება როგორი რეაქცია ქონდა ინვესტორებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ნაჩვენებია დიაგრამებზე. საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად ცალსახად მიუთითებს ინვესტორების საერთო ოპტიმიზმზე.“ 

დღის ამბები