08 აპრილი 2020,   20:21
ვრცლად
„რუსთავი 2“ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს... „რუსთავი 2-ს“ მე კომენტარს არ ვაძლევ" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამზირზე გადმოინაცვლეს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და 2007 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ.

აქციაზე მივიდა ბიზნესმენი, ლევან გაჩეჩილაძე, თუმცა მან „რუსთავი 2-თან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„რუსთავი 2-ს“ მე კომენტარს არ ვაძლევ, საერთოდ არ ვეთანამშრომლები. სანამ იდგება „რუსთავი 2“ კომენტარს არ გავაკეთებ,“- განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ.

მსახიობ ნანული სარაჯიშვილის თქმით, მას არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ კი „რუსთავი 2“ გააკრიტიკა და ტყუილში დაადანაშაულა.

„რუსთავი 2“ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, ბევრს ტყუით, არასწორ ინფორმაციას იძლევით. თქვენი რეიტინგები ყოველთვის არის მცდარი,“- განაცხადა ქეთი დოლიძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები