28 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
"პარტიამ გამოხატა შეშფოთება ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებულ ძალადობაზე," - "ევროპის სახალხო პარტიამ" რეზოლუცია მიიღო

"ევროპის სახალხო პარტია" შეშფოთებას გამოთქვამს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განხორციელებული ძალისმიერი ქმედებების გამო. შესაბამისი ჩანაწერი IPP-ის რეზოლუციაში მოხვდა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა. დოკუმენტში მეცხრე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ევროპის სახალხო პარტია გამოთქვამს შეშფოთებას ძალადობრივ ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პირველ ტურზე. გარდა ამისა, რეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციაზეც არის საუბარი.

„ევროპის სახალხო პარტიამ" მხარი დაუჭირა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და რაც ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნა, როგორც ოკუპაციის პრობლემა ასევე აღნიშნულია რომ "ევროპის სახალხო პარტია" გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესწორება, რომელიც გამონაკლისის სახით დღეს მიიღო ამ რეზოლუციაში ევროპის სახალხო პარტიამ. და ეს გამოხატავს პარტიის შეშფოთებას ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის თაობაზე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები