28 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
„ჩვენი დროშა აუცილებლად იფრიალებს როკის გვირაბთან!“ - გრიგოლ ვაშაძე

ატოცში, რამდენიმე ათეული მეტრით გადმოწეულ საოკუპაციო ხაზთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იმყოფებოდა.

გრიგოლ ვაშაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებსა და პოლიციელებს გაესაუბრა. კანდიდატის განცხადებით, რუსეთმა არ შეცვალა საბჭოთა პოლიტიკა და კვლავაც სურს, ხელში ჩაიგდოს საქართველო, ქართველების გარეშე.  

ვაშაძის თქმით, მალე როკის გვირაბზე და ფსოუზე საქართველოს დროშა იფრიალებს და ეს მშვიდობიანი გზით მოხდება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი, დავით ქაცარავა, დარწმუნებულია, რომ ის პატარა პრინციპული გამარჯვება, რომელიც მავთულხლართების გადმოწევის შეჩერებას ეხება, გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ერთობლივ დიდ გამარჯვებად იქცევა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გრიგოლი გაიმარჯვებს ამ არჩევნების მეორე ტურში და ვაძლევ მთელ საქართველოს პირობას, რომ აი, აქ, ატოცში, აი, ეს  პატარ პრინციპული გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვგულისხმობ მავთულხლართების გადაწევის და გავლების შეჩერებას, არის დასაბამი ჩვენი შემდგომი ერთობლივი გამარჯვების,“ - ამბობს დავით ქაცარავა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, რუსეთს საქართველოს წინაარდეგ ომი სხვა და სხვა ფორმით არცერთი დღით არ შეუჩერებია.

„აი, ამ ოკუპანტს 1990 წლიდან არ შეუჩერებია ომი საქართველოს წინააღმდეგ ერთი დღით. ხან ეს პირდაპირი სამხედრო ტეორისტული აგრესია იყო, ხან - პროპაგანდისტული ომი, ხან - ჰიბრიდული ომი, ხან კიდევ მარტო ტერორისტული აქტები. საკმარისია, გორი გავიხსენოთ, როდესაც პოლიციის განყოფილება ააფეთქეს.  აუცილებლად ჩვენი დროშა იქნება როკის გვირაბთან! მშვიდობიანად აუცილებლად მივაღწევთ ამას. საქართველომ იმდენი იმპერია მოინელა, რომ რუსეთის ამ იმპერიასაც მოინელებს აუცილებლად,“ - აცხადებს გრიგოლ  ვაშაძე

დღის ამბები