08 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
„დაე ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული... ეს მკვლელი ხელისუფლება," - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მისი შვილის მკვლელების დასჯას კიდევ ერთხელ ითხოვს. მედიკო მარგოშვილის განცხადებით ერთი წელია მისი ოჯახი ითხოვს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ უშედეგოდ. ის სიტყვით გამოვიდა შვილმკვდარი მამების აქციაზე, რომელსაც პანკისელები შეუერთდნენ.

„დაე ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული. დღეს თემირლანი 20 წლის  გახდებოდა, რომ არა ეს "ოცნების" ხელისუფლება. ეს მკვლელი ხელისუფლება. დაე, ყველა დედას, ყველა მშობელს უმყოფოს შვილები ბედნიერები. ღმერთმა არ ანახოს ბავშვის სიკვდილი, არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად. ამ მკვლელებისგან აღიარება არ არის. დღეს გამოვდივარ და თამამად ვიტყვი ძირს მკვლელების ხელისუფლება. არა მკვლელებს, არა ყაჩაღებს. სისხლის მსმელები ციხეში. მკვლელების ადგილი ციხეშია,“-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ. მან მოითხოვა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯა და აღნიშნა, რომ ოცნების ხელისუფლებას არ შესწევს ძალა შეიცოდოს შვილმოკლული მამები.

"უდანაშაულოდ ჩამიცხრილეს შვილიშვილი ლოგინში. მძევლად აგვიყვანეს და ასე გაიტაცეს მკვდარი ბავშვი იმ ტერორისტებმა რომლებიც ჩემს ოჯახს დაესივნენ. დაესია ჩემს ოჯახს ტერორისტი გოგაშვილი, ტერორისტი, გომელაური და ჩიმაკაძე,"-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ. 

დღეს თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები