08 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
დარღვევები, გაძევებული და დაკავებული ოპოზიციის დამკვირვებლები, ნაცემი ჯარისკაცი და მობილიზებული პოლიცია - ცხელი წერტილები არჩევნების მეორე ტურში 

ყველზე ცხელი წერტილები არჩევნების მეორე ტურში - ამ მიმართულებით ყველაზე მეტად მარნეულის საარჩევნო უბნები გამოირჩეოდა.

რამდენიმე უბანზე პოლიციის მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა, თუმცა შს სამინისტროს არ განუმარტავს რატომ იმყოფებოდა პოლიცია და მძიმე ტექნიკა მარნეულში.

„კურიერის“ ჯგუფის გამოჩენის შემდეგ პოლიციელებმა ტექნიკა და აღჭურვილობა დატოვეს და ადგილიდან გავიდნენ.

მარნეულში სცემეს ჯარისკაცი. მას ჯერ ჰკითხეს ხმა ვის მისცა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი იყო ქუჩაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალქალაქში კი ერთ-ერთი მოქალაქე უბანზე შემოხაზული ბიულეტენით მივიდა, მას ბიულეტინის ურნაში ჩაგდების უფლება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა არ მისცა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა უბნიდან არა ამომრჩეველი, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი გააძევეს.

დარღვევები დაფიქსირდა ზუგდიდშიც. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა სამაგიდო წიგნი დაკარგეს.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდა.

გურჯაანში კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმას ცეცხლი გაუხსნეს.

როცა ხმის მიცემის შემდეგ დავით სააკაშვილი მანქანისკენ გაემართა მისი ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. კადრები მანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

ბათუმის 26-ე უბანზე კი ამომრჩევლები უკვე გავლილი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას.

ადგილზე კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა  გაერთიანებული ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი დააკავეს მეორე კი გააძევეს.

დღის ამბები