09 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
გაზრდილი ხელფასები საჯარო სამსახურის თანამშრომლებს - მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ხელისუფლება საჯარო მოხელეებს აჯილდოვებს

საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს ხელფასები ეზრდებათ. არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, თითქმის ყველა ქალაქის საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს გაზრდილი სახელფასო პარამეტრებით განიხილავს. მათ შორის არის მარნეული, ბათუმი, გორი და ქუთაისი.

გარდა ომისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად აიპებსა და შპს-ებში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები გაეზრდებათ, გაიზრდება თავად დასაქმებულთა რაოდენობაც. საშტატო ერთეულების დამატება იგეგმება ზოგიერთ ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც მხოლოდ ფურცელზე ფუნქციონირებს.

თვითმმართველი ქალაქების უმეტესობისგან განსხვავებულია მდგომარეობა დედაქალაქში. უკვე ცნობილია, რომ წლევანდელთან შედარებით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით შემცირდება, თუმცა ან შემცირებულ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება და წარმომადგენლობითი ხარჯები შვიდი მილიონით არის გაზრდილი.

დღის ამბები