08 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
1 თეთრის სიზუსტით განხორციელებული ანგარიშსწორების პრინციპი "დამრგვალების მეთოდმა" შეცვალა

ეროვნული ბანკის დადგენილებით, 2019 წლიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდმა“ შეცვალა. მეთოდი მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენება. პრინციპი ვრცელდება ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.

უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად - ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება. ცვლილებები ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც.

დღის ამბები