08 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი კონგრესს ჩვენებას მისცემს

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი კონგრესს ჩვენებას მისცემს. მაიკლ კოენის საჯარო მოსმენა კონგრესის ქვედა პალატაში 7 თებერვალს გაიმართება. პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატის განცხადებით, ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევას დათანხმდა  და მზადაა ამერიკელი ხალხის შეკითხვებს უპასუხოს.

მაიკლ კოენს დეკემბერში სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება თანხების უკანონო გადახდა იმ ქალების გასაჩუმებლად , რომლებსაც დონალდ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობა ჰქონდათ. გარდა ამისა, კოენს რუსეთში "ტრამპ-თაუერი" პროექტთან დაკავშირებით, კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემაც ბრალდება.

დღის ამბები