08 მაისი 2024,   05:32
ვრცლად
6 დაშავებული, დაზიანებული სახლები და ავტომობილები - ბათუმში ძლიერი ქარია

4 ადამიანი დაშავდა ძლიერი ქარის გამო ბათუმში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და 13 ავტომობილი. ამ დროისთვის ჩაკეტილია ჯავახიშვილის ქუჩა, სადაც სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან სამშენებლო დეტალები ჩამოცვივდა. ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი.

ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე. კერძო სახლიდან გადმოვარდნის დროს, ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაბეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო ღონისძიებებს.

დღის ამბები