09 მაისი 2024,   00:59
ვრცლად
ინციდენტი “ლა ტრუფეში” - ნიკა მელია და ბექა მაზიაშვილი სასამართლომ გაამართლა  

ინციდენტი “ლა ტრუფეში” - ნიკა მელია და ბექა მაზიაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 

ადვოკატი, გიორგი გელხაური აღნიშნავს, რომ რესტორანში ნიკა მელიას მხრიდან რაიმე სახის კანონგადაცდომა არ დაფიქსირებულა და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძისთვის გაუგებარია, რატომ გამოიტანა სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

დაპირისპირება ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის, რესტორან „ლა ტრუფეში“ 2013 წლის 12 მაისს მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროცესი უკვე 5 წელია გრძელდება.

ნიკა მელიას და ბექა მაზიაშვილს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ბრალი ხულიგნობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. 

დღის ამბები