07 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
"ყაზტრანსგაზის" წილის შეძენა 2006-2007 წლებში სურდა ჩვენს ჯგუფს - კალაძე ბრალდებებს უარყოფს

დედაქალაქის მერი "ყაზტრანსგაზთან" კავშირსა და ამ კომპანიასთან მის ბიზნესინტერესებს უარყოფს. კახა კალაძე ამბობს, რომ ის არც კომპანიის მფლობელის მეგობარია.

კალაძის მტკიცებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, რეალურად სწორედ კალაძე განაგებს "ყაზტრანსგაზს", სიმართლეს არ შეესაბამება. 

„მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში სხვადასხვა კომპანიაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე პოლიტიკური ნიშნით არ ვნიშნავდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური,“-ამბობს კახა კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურდა თუ არა მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის” წილის შეძენა, კალაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როდესაც სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა „ყაზტრანსგაზში“ და გააუბედურა კომპანია“,- აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები