09 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმა მოზარდმა ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

2002 წელს დაბადებულმა არასრულწლოვანმა კი ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.

დღის ამბები