10 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
პროცესი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს - ბიზნესომბუდსმენი TBC-ზე

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის მზაობას გამოთქვამს, რომ ბანკის წარმომადგენლებს შეხვდეს.

ირაკლი ლექვინაძე შეფასებებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ TBC-ში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი პროცესია.

"ბანკთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავაკეთეთ უკვე რამდენიმე განცხადება. არსებობს, ერთი მხირვ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება გფასაჩივრებულია სასამართლოში. ამიტომ, ბიზნესომბუდსმენის მხრიდან, ბუნებრივია, ორივე ინსტიტუციის პატივისცემის ნიშნად, ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებებს და ალბათ, ეს იქნება საბოლოო პასუხი ამ პროცესზე. ნებისმიერ პოლიტიკურ შეფასებას მე, რა თქმა უნდა, ვემიჯნები და ვფიქრობ, რომ პროცესი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს," - განაცხადა ლექვინაძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. "თიბისი ბანკმა" სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

დღის ამბები