07 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“- მამუკა ბახტაძე

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.

გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. 

საუბარი რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას შეეხო. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველო - აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.

დღის ამბები