07 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
„უხერხული არის ქალბატონი ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს,“ - სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

უმრავლესობის დეპუტატი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეკა ბესელია ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. კილაძე ამბობს, რომ ბოდიში თავად ბესელიამ უნდა მოიხადოს.

„მე რაც დავინახე გუშინ, მე შევხედე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იყო თავდასხმის ობიექტი. ცოტა უხერხული არის ქალბატონი ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე როდესაც საუბრობს,“- განცხადა კილაძე.

პარლამენტის  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი თანაგუნდელებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

მისი თქმით, მათ უნდა იმუშაონ იმაზე, რომ საქართველოში მართლმსაჯულების გაუმჯობესდეს. ამის კონკრეტულ ხერხებზე კი, იმსჯელებენ.

„ჩვენ მზად ვართ ამ კუთხით დიალოგისთვის იმ მიმართულებით, რომ გავაუმჯობესოთ მართლმსაჯულება საქართველოში. რა ხერხით მოვახერხებთ ამ ყველაფერს ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ ერთს გარანტირებულად გეტყვით, რომ ეს არ იქნება არაკონსტიტუციური. ის, რა თქმა უნდა, ჩაეტევა კანონის და კონსტიტუციურობის ფარგლებში,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები