08 მაისი 2024,   03:02
ვრცლად
მუქარა საინფორმაციო სააგენტო presa.ge-ზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო 

საინფორმაციო სააგენტო presa.ge-ზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელი, დღეს კი გასაუბრება კომპანიის თანამშრომლებთან იგეგმება. საქმე 151-ე მუხლით არის აღძრული.

მუქარის წერილი რედაქციის მეილზე რამდენიმე დღის წინ მივიდა. საინფორმაციო პორტალს თანამშრომლებს "შარლი ებდოს" ანალოგიური თავდასხმით დაემუქრნენ.

მუქარას რედაქციაში ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობაზე დაწერილ კრიტიკულ სტატიებს უკავშირებენ. საგამოძიებო უწყებებთან ერთად presa.ge-იმ ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის საელჩოსაც.

დღის ამბები