07 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
"შეუძლებელია ამ ფორმატით მუშაობის გაგრძელება" - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები დღევანდელ სხდომაზე დაძაბულობას ელოდებიან 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს არამოსამართლე წევრები დაძაბულობას ელოდებიან. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრები მოსამართლეებისგან მუდმივად ზეწოლისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებმა სამუშაო რეჟიმი დაპირისპირებაში გადაიყვანეს, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად აღარ ხდება.  

არ არის გამორიცხული დღევანდელ სხდომას საბჭოს მიერ მოწვეული სხვა მოსამართლეებიც დაესწრონ.

„ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს სხდომები მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში, რასაც ხელს უწყობენ თავად მოსამართლე წევრები. ჯერ საქალაქო სასამართლოში ჩაატარეს რამდენიმე კვირის წინ სხდომა და მოიყვანეს 100-ზე მეტი მოსამართლე იმისთვის, რომ ჩვენ დაგვპირისპირებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ სამუშაო რეჟიმში უნდა გადავიდეს ყველაფერი, რადგან შეუძლებელია ამ ფორმატით მუშაობის გაგრძელება და რაიმე შედეგიანი გადაწყვეტილებების მიღება,“-განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები