27 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები - ეუთოს ანგარიში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები - ეს ის დარღვევებია, რომლებიც საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო ანგარიშში მოხვდა.

ოდირის მიერ, ამომრჩევლის მოსყიდვად არის შეფასებული მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ამ ინიციატივამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა კერძო საფინანსო ინსტიტუტის მიერ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს. დასკვნაში წერია, რომ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება მეორე ტურის წინ გააძლიერა. ამ ფაქტებზე კი გამოძიება თითქმის არ ჩატარებულა. ეუთო მიუთითებს, რომ უთანასწორო გარემო იყო კანდიდატებს შორის შემოწირულობების კუთხით.

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი ერთადერთი იყო, რომელმაც ბანკისგან სესხის მიიღო. ეს ბანკი კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მფლობელობაშია. ეუთო ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეების მიმართ ზეწოლის შესაძლო შემთხვევებზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს ეუთო.

დღის ამბები