08 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა - ხაზარაძე 

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმირებული იყო.  

განცხადება ხაზარაძემ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ უცნაურია როდესაც მუქარის შემცველი წერილის შესახებ პროკურატურისთვის ხაზარაძეს არაფერი უთქვამს. 

„რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი რომ წერილი მიგეტანათ პროკურატურაში და მოგეწვიათ საგანგებო ბრიფინგი?“-მიმართა მეზურნიშვილმა.

ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკითხვისას საგამოძიებო უწყებას ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არც გამოძიება დაწყებულა და ფაქტით არავინ დაინტერესებულა.

"საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. და ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,"-განაცხადა ხაზარაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერილის ზუსტი შინაარსით დაინტერესდა. ხაზარაძე მას დაჰპირდა, რომ წერილს აუცილებლად გაასაჯაროებდა, თუმცა არა ჟურნალისტებთან. 

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის ინფორმაციით, მას მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრმა გიორგი გხარიამ გაუგზავნა. 

დღის ამბები