08 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
უხარისხოდ განხორციელებული სამუშაოები - ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა. უწყებამ მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო. სამართალდამცველები საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად ფოთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხარვეზებითა და უხარისხოდ განხორციელდა, ამისთვის კი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა. საქმე ეხება 2015-2017 წლებს. ფოთის მერიაში მედიისთვის კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ, რომ უწყებაში ფინანსური პოლიცია მუშაობს.

დღის ამბები