23 აპრილი 2019,   13:05
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში - დაშავებულია 2 ადამიანი

ზუგდიდის ცენტრში ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.
მიზეზი აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გზის პირას მდებარე მაღაზიას დაეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები