23 აპრილი 2019,   21:02
ვრცლად
კუპრავას საქმე - სასამართლოს სამზარეულოში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაიკითხნენ სასამართლოს სამზარეულოში მომხდარი ინცინდენტის უშუალო თვითმხილველები.

პროკურორი ამტკიცებს, რომ პატრულ-ინსპექტორებმა დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ინციდენტის დროს ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააჟღერა.

ზვიად კუპრავა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის დააკავეს, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმღვანელის ადვოკატის თქმით, ბრალდება აბსურდული და უსაფუძვლოა.

დღის ამბები