08 მაისი 2024,   16:57
ვრცლად
რუსთავის მერის სკანდალი - ტაბაღუა პორტუგალიაში ვიზიტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არა კრიმინალურ ავტორიტეტთან, არამედ ქარტიაზე ხელის მოსაწერად ჩავიდა 

რუსთავის მერის სკანდალი - „პრესა.ჯე“ -ის ინფორმაციით, კლანებს შორის გარჩევისას, ირაკლი ტაბაღუას ფიზიკურად, ლაშა ნაცვლიშვილი გაუსწორდა. გამოცემის ცნობით, ტაბაღუამ დახმარებისთვის კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, რომელიც პორტუგალიაში ცხოვრობდა და საქმის გასარჩევად ჩავიდა.

რუსთავის მერი პორტუგალიაში ვიზიტს ადასტურებს, თუმცა იქ ჩასვლის სულ სხვა მიზეზს ასახელებს.

სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბაღუა წერს, რომ მისი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით ცდილობენ ზიანი მიაყენონ მმართველ გუნდს.

"ერთ-ერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად. პორტუგალიაში ჩემი ვიზიტი იყო გაეროს მიერ ორგანიზებული, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოვაწერე ქარტიას, რომელიც მზის ენერგიის სისტემების განთავსების ხელშეწყობას ითვალისწინებს,”- წერს ტაბაღუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები