08 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო

თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა დღეს პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი, ქალაქის მერი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ახალი ცენტრი 16 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებს მოემსახურება და რეგიონული მნიშვნელობის იქნება. ამ სივრცეში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის განთავსდება არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები და სოციალური საწარმოები.

„დარწმუნებული ვარ, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.  მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც, სხვა ქართველ მეწარმეებსაც: ჩემო მეგობრებო, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები