07 მაისი 2024,   23:16
ვრცლად
მიწისძვრა საქართველოში - რაჭაში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა

მიწისძვრა საქართველოში - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით, 11:30 საათზე, რაჭაში, ქალაქ ონთან 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში იგრძნობოდა. 

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა გვიან ღამით, კახეთშიც. ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტი იყო. 

სტიქიას ნგრევა არ მოჰქოლია. 

დღის ამბები