07 მაისი 2024,   12:07
ვრცლად
დევნილების ულტიმატუმი ხელისუფლებას - „DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი ასობით ოჯახი შიმშილობის დაწყებით იმუქრება

დევნილების ულტიმატუმი ხელისუფლებას - „DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი ასობით ოჯახი შიმშილობის დაწყებით იმუქრება.

დევნილები ითხოვენ, მოიხსნას კომპლექსში საპოლიციო კორდონი, ადგილზე შეუშვან მათი ადვოკატი და მედიის წარმომადგენლები.

კომპლექსში დევნილები უკვე მეოთხე დღეა რაც შეიჭრნენ. მათგან სამი ქალბატონი მესამე დღეა შიმშილობს. კორპუსს, სადაც დევნილები არიან შესახლებული მეოთხე დღეა არც წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ისინი პოლიციას იზოლაციაში ჰყავს მოქცეული და საკვების მიწოდებას გარეთ მყოფი მათი ახლობლები ახერხებენ.

დევნილები ამბობენ, რომ კორპუსებში მცირეწლოვანი და ახალშობილი ბავშვებიც ჰყავთ. ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ ბინებით დაკმაყოფილებას და შენობის დატოვებს არ აპირებენ. მათ ულტიმატუმს ვადა საღამოს 18:00 საათამდე აქვს. 

„იქ მყოფები დამიკავშირდნენ და სამი მოთხოვნა წამოაყენეს. უახლოეს საათებში პოლიციის კორდონების დაშლა, ჩვენია ადვოკატის დაშვება ხალხთან საკომუნიკაციოდ და ჟურნალისტების დაშვება. იქ არ არიან ის ხალხი, რომელთაგან დაცვა სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. იქ ადეკვატური ხალხი ზის, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უსულ-გულობამ,“-ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები