07 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
"ჯაბა კრედიტის" მიერ დაზარალებულმა 500-მდე ადამიანმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართა

კომპანია ჯაბა კრედიტის მიერ დაზარალებულმა 500-მდე ადამიანმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართა და მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელების საქმიანობის შესწავლა მოითხოვა.

მათი თქმით, საქმეში იკვეთება თაღლითობა და სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლება. ჯამში კი, დაზარალებულების თქმით, მითვისებულია 17 მილიონ ლარამდე თანხა, რომელიც მათ კომპანიას ასესხეს.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს თანხები ჯერ კიდევ შარშან იქნა გაფლანგული. იმის გამო, რომ გოგოლაძის მეუღლე - ბოლოთაშვილი ბაქარი, რაღაც თაღლითურ ქმედებაში იქნა მხილებული და ის დააკავეს საზღვარზე დიდი რაოდენობით ოქროს გადატანის დროს. ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ფინანსური ხარჯი და ეს ხარჯი იქნა გაწეული ზუსტად ჩვენი სახსრებით,“ - ამბობს დაზარალებული.

კომპანიის მენეჯმენტი ამ ადამიანებს რამდენიმე კვირაა ემალება და შესაბამისად, ისინი არც აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები