07 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
"პარლამენტში საქმეს არავინ არ აკეთებს იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური ნება" - ემზარ კვიციანი "დირსში" შეჭრილ დევნილებთან არ შეუშვეს

დევნილების მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. 300-მდე დევნილი კვლავაც დირსის დასახლებაში რჩება. ისინი ადგილზე მედიისა და უფლებადამცველების შეშვებას ითხოვენ.

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილზე მისვლას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გეგმავს. სავარაუდოდ, გიგა გიორგაძე დევნილებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსი 4 დღის წინ დაიკავეს. დირსის ტერიტორია სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული.  

დევნილების მონახულება ცოტა ხნის წინ სცადა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა, თუმცა, დეპუტატი საცხოვრებელ კორპუსში პოლიციამ არ შეუშვა.

„მეოთხე დღე კი არა, 26 წელიწადია, ეს ხალხი წვალობს. 26 წელიწადია, ელოდებიან ბინას და 26 წელიწადია, ატყუებდა წინა ხელისუფლებები და ახლა  დღევანდელი ხელისუფლება ატყუებს. ამ ხალხის მესმის მე, პირადად და ესმის სულ ყველას, პარლამენტში ვინც არიან, მაგრამ საქმეს არავინ არ აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური ნება. ამიტომაც არის რომ იძახიან, რომ გამონახტომსაც არქმევენ ან შევარდნას. რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ ხალხს უნდა საცხოვრებელი. ან ჩაასახლე ან გაუშვი უკან მაშინ აფხაზეთში და წავიდნენ და იცხოვრონ თავიან სახლებში,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

დღის ამბები