27 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
89 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

89 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. თებერვლის თვეში ის ფილტვების ანთებით დაავადდა და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

"მიმინოს,"არ დაიდარდოს"  და კიდევ უამრავი ცნობილი ფილმის ავტორი, 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა, მაგრამ  მისი ოჯახი მალევე მოსკოვში გადასახლდა.

გიორგი დანელია პროფესიით არქიტექტორი იყო, მაგრა ცხოვრების დიდი ნაწილი კინემატოგრაფიას მიუძღვნა. მისი პირველი ფილმი „ სერიოჟა“ ეკრანებზე 1960 წელს გამოვიდა და კარლოვი ვარის ფესტივალზე  პირველი საერთაშორისო ჯილდო მოუტანა.

დანელიას ავტორობით 30-ზე მეტი ფილმი შეიქმნა. რეჟისორის გარდა ის სცენარისტის პროფესიასაც ითავსებდა. დანელიას სცენარის მიხედვითაა გადაღებული ცნობილი რუსული კომედიური ჯანრის ფილმი "იღბლიანი ჯენტლმენები"

დღის ამბები