27 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
მკვლელობა სოფელ სამიქაოში - დამნაშავემ მკვლელობიდან რამდენიმე წუთში თავი მოიკლა

მკვლელობა და თვითმკვლელობა აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში. 51 წლის იან არველაძემ საკუთარ მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ნუგზარ მიქაძე ადგილზე გარდაიცვალა. 59 წლის მამაკაცს ფსიქიური პრობლემების მქონე მეზობელმა ზურგიდან ესროლა. 

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, იან მიქაძემ საკუთარი სახლის უკანა ეზოში თავი მოიკლა. ადგილობრივების თქმით, მეზობლებს ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონიათ. არველაძე პერიოდულად სენაკის ფისქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.

ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დღის ამბები