08 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
"ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა, მაგრამ ჩვენ არცერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი,“ - ეს განცხადება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს გააკეთა.

ზუგდიდში ქართული ოცნების სახელით შუალედურ არჩევნებში კენჭს გიორგი შენგელია იყრის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ქვეყანაში სიღარიბე და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა.

„ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები ძლიან ბევრია ქვეყანაში. მე ასე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის სიღარიბე და უმუშევრობა . შემდეგი მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ოცნების კანდიდატს კონკურენციის გაწევა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის სანდრა რულოვსისთვის მოუწევს.

დღის ამბები