08 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
"კურიერს" საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, დავით ჯალაღანია, წერილის ავთენტურობას, ფაქტობრივად, უდასტურებს

სალომე ზურაბიშვილის პორტრეტი ლურჯი პიჯაკით - კურიერთან საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, დავით ჯალაღანია, დიპლომატიურ უწყებებთან გაგზავნილი წერილის ავთენტურობას ადასტურებს.

შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დავით ჯალაღანია სამაუწყებლო კომპანიას დაუკავშირდა და წერილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

შაბათის კურიერის ანონსში რამდენიმე დიპლომატის მიმოწერა გავიდა, თუმცა, სამაუწყებლო კომპანია მათი სახელების კონფიდენციალურობის დაცვას გეგმავდა. დავით ჯალაღანიამ კი მისი სახელის გასაჯაროება თავად მოისურვა და განმარტებები გააკეთა. 

"დღეს ვუყურე (გავეცანი) ტელეკომპანია რუსთავი2-ის შაბათის კურიერის ანონსს, სადაც გავიდა სიუჟეტის ნაწყვეტი, რომელშიც გამოყენებულია ჩემი სამსახურებრივი შიდა მიმოწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგებთან. უკიდურესად აღშფოთებული და გაკვირვებული ვარ კერძო სატელევიზიო კომპანიის მიერ ჩემი სამსახურებრივი შიდა მიმოწერის გასაჯაროებით, რის შესახებ ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არც მანამდე და არც მერე კომპანიის ჟურნალისტებს არ ჰქონიათ. მიმაჩნია, რიომ ეს არის უხეში დარღვევა არა მარტო კერძო პირის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა, არამედ გამომდინარე ამ მიმოწერის სამსახურებრივი ხასიათიდან, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ქმედების ნიშნებსაც შეიცავს. ამასთან ერთად, მოსმენილი კომენტარის შინაარსიდან გამომდინარე, იგი სრულიად არ შეესაბამება ჩემს მიერ გაგზავნილი წერილის მოტივსა და ინტერესის საგანს და აბსოლუტურად დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნის გარეშე 

დავით ჯალაღანია-ის სურათის შედეგი

მაყურებელს. პირველ რიგში მინდა, განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ფოტო-სურათი ჩვენ მივიღეთ სამინისტროდან და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან. რაც შეეხება ჩემი წერილის შინაარსს, მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროდან გამოგზავნილ წერილს არ ახლდა ინსტრუქცია და მისი დანიშნულება იყო, რომ საელჩოებს ჰქონოდათ საინფორმაციო ბაზაში პრეზიდენტის მაღალი ხარისხის ფოტო საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად. ჩემი კომენტარის მიზანი და მოტივი იყო წინასწარ გამერკვია, იყო თუ არა საჭირო რაიმე პროცედურა ან პირობები ფოტოსურათის საელჩოში განთავსების სურვილის შემთხვევაში, (რაც თავისთავად საკამოდ გავრცელებული და მიღებული ტრადიცია და პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში). ვინაიდან, საზოგადოდ, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირის სურათი საჯარო სივრცეში არის ისეთივე სახელმწიოფბრივი მნიშვნელობის სიმბოლო, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო დროშა ან|და ღერბი და მის გამოყენებას სათანადო პროტოკოლი არეგულირებს. პატივისცემით, დავით ჯალაღანია".  

უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან კურიერმა რამდენიმე დახურული წერილი მოიპოვა. ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინსტრუქციას ელჩების გაღიზიანება მოჰყვა და ელჩებმა მინისტრს მოსთხოვეს განმარტოს, რა იურიდიული ან ადმინისტრაციული საფუძვლით მოითხოვს, სალომე ზურაბიშვილის სურათის საელჩოს შენობებში განთავსებას.

დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ ფოტო ნამდვილად გაიგზავნა. კურიერის მიერ მინისტრთან ამ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი ყველა დიპლომატიურმა უწყებამ კიდევ ერთი წერილი მიიღო, სადაც მითითებული იყო, რომ პრეზიდენტის ფოტოს შენობებში დაკიდება ნებაყოფლობითი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები