27 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
მაჭახელას ხეობაში შესაძლებელია, ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდეს

მაჭახელას ხეობაში შესაძლებელია, ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდეს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნებისა და პროტესტის გათვალისწინებით ინვესტორთან მოლაპარაკებები გაიმართება.

მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა 8500 ხელმოწერა შეაგროვეს და მიმართვა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც ისინი ჰესის მშენებლობის შესახებ მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ. ამ მიზნით ხეობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც ჩატარდა.

„ყურადღებით ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს, ამავე დროს ვმუშაობთ ინვესტორთან და ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პროექტის არგანხორციელებას აღნიშნულ ხეობაში. მოსახლეობის პრეტენზიები, სურვილები იქნება გათვალისწინებული, ინვესტორთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს,“-განაცხადა რიჟვაძემ.

დღის ამბები