09 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ბენი განცმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს

ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მთავარმა კონკურენტებმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ბენი განცმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით ნეთანიაჰუს "ლიკუდს" ამომრჩეველთა 26 მთელი 28 მეასედი პროცენტი, ხოლო განცის "მემარჯვენე ცენტრისტების" ბლოკს 26 პროცენტი მიემხრო. ორივე პარტია, სავარაუდოდ, 120 ადგილიან ქნესეთში 35 მანდატს მოიპოვებს, მაგრამ კოალიციის ფორმირებას კვლავ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეძლებს და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფრო მეტი შანსიც მას აქვს.

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ნეთანიაჰუს შტაბშიც და მისი კონკურენტის ბენი განცის გუნდშიც გამარჯვებას ზეიმობდნენ.

დღის ამბები