28 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
9 წელი სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან - მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკო

პოლონეთში სმოლენსკის ავიაკატასტროფის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები მიმდინარეობს. ვარშავაში პრეზიდენტის სასახლის წინ მესა ჩატარდა და 96-ივე დაღუპულის გვარი წაიკითხეს.

ქვეყნის პრეზიდენტი ანჟეი დუდა კრაკოვში გაემგზავრა და ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავი გვირგვინით შეამკო.

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პრეზიდენტთან ერთად პოლონეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რუსეთში ქალაქ სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. ამ ტრაგედიას 96 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ლეხ კაჩინკისა და მისი მეუღლის ხსოვნას ვარშავაში პატივი მიაგო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკო. 

დღის ამბები