08 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
სავარაუდო სექსუალური ძალადობა ამერიკელ კურსანტ გოგონაზე - აშშ-ის საელჩოს ცნობით, ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა  

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. "კურიერს" საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

ქართველი კადეტები ძალადობაში ამერიკელმა კურსანტმა დაადანაშაულა. გოგონა ამტკიცებდა, რომ კადეტთა კურსის საზეიმო დახურვის შემდეგ, რესტორნიდან აკადემიაში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა მასზე ძალადობა სცადა.  

ამერიკის მოქალაქე სამხედრომ, რომლის მტკიცებით, ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარის შესახებ საქართველოში ამერიკის კონსულს აცნობა.

 

დღის ამბები