27 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
განგაში აშშ-ში - შეიარაღებული გოგოს მუქარის გამო, კოლორადოში 20-მდე სასწავლებელი დაიხურა

კოლორადოში სკოლები დაიხურა. განგაში 20-ზე მეტ სასწავლებელში თავდასხმის მუქარის გამო გამოცხადდა, რომლის ავტორიც 18 წლის გოგო გახდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ფოტოები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალი სახელად სოლ პაი ძალადობრივი აქტით იმუქრება. მუქარა დაემთხვა 1999 წელს მომხდარ თავდასხმას, რომელსაც კოლუმბინის კოლეჯში 13 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ შეიარაღებული სტუდენტები სკოლაში შეიჭრნენ, მასწავლებელი და თანაკლასელები მოკლეს და შემდეგ თავი მოიკლეს.

ძალოვანები არ აკონკრეტებენ როგორ გავიდნენ 18 წლის ქალის კვალზე, თუმცა აცხადებენ, რომ ის შეიარაღებული და ძალიან საშიშია. პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ნებისმიერი საეჭვო გარემოების შესახებ ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები