08 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
24 საათზე მეტი თოვლის ტყვეობაში - კობი-გუდაურის მაგისტრალზე ჩარჩენილებს შორის ბავშვებიც არიან

24 საათზე მეტი თოვლის ტყვეობაში - კობი-გუდაურის მაგისტრალზე ვითარება ისევ მძიმეა. მთელი ღამე მგზავრებმა ავტობუსებში გაათენეს, მათგან ორ ავტობუსში ქალები და ბავშვები იმყოფებიან. ზვავსაშიშროება და ცუდი ხილვადობა სავარაუდოდ დღესაც შენარჩუნდება, რის გამოც მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონასთან მიახლოებას ისევ ვერ შეძლებს. გზა სრულად არის პარალიზებული ორივე მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვები. მგზავრები, რომელთა შორისაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, მოსალოდნელი სტიქიის შესახებ საზღვრის გადმოკვეთისას ისინი არავის გაუფრთხილებიათ.

"ღამის გათენება აქ ბევრ ადამიანს მოუხდა. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები. მათთვის ეს პირობები გაუსაძლისია. ამბობენ , რომ შესაძლოა გზის გაგრძელებას ხვალ შევძლებთ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. თუ პრობლემა დიდთოვლობაა, არ მესმის რატომ არ ხდება გზის გაწმენდა. საქართველოს აქვს შესაბამისი ტექნიკა. რაიმე ზომების მიღებაა საჭირო. მანამდე ველოდებით როდის მოგვაწვდის ვინმე რაიმე ინფორმაციას,"-მგზავრი, ფელიქს კაზარიანი.

დღის ამბები