08 მაისი 2024,   05:56
ვრცლად
მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

დედაქალაქის მერი შარტავას 7 ნომერთან მდებარე ლითონის საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის სამუშაოებს გვიან ღამით დაესწრო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით ის ლოკაციები შეირჩა, სადაც ლითონის კონსტრუქციის სანაცვლოდ ფეხით მოსიარულეთა ზებრა გადასასვლელები მოეწყობა. პროექტის ფარგლებში სულ 20 ასეთი ლოკაციაა შერჩეული. დემონტაჟის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული სამუშაობის შესრულება დედაქალაქის მერიას ბიუჯეტიდან 307 ათას 805 ლარი უჯდება. სამუშაოებს კომპანია "მეტეხი 2008 " განახორციელებს. 

დღის ამბები