08 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
"B კატეგორიაში დაიშვა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი 2021 წლის პირველ იანვრამდე" - ტაქსის მძღოლების შეთანხმება თბილისის მერიასთან

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, დედაქალაქის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე მარჯვენა საჭიანი მანქანების მართვის უფლებას ითვალისწინებს. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მოლაპარაკებები მერიასთან სხვა საკითხებზეც გაგრძელდება.

“მიღწეულია მერიასთან შეთანხმება. B კატეგორიაში დაიშვა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი 2021 წლის პირველ იანვრამდე და შევიდა ცვლილება კიდევ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაუჩერი გაიცემა ფირთან დაკავშირებითაც სრულიად უფასოდ. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ვართ სამუშაო რეჟიმში,“ - განაცხადა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

დღის ამბები