07 მაისი 2024,   22:30
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის დირექტორს უპირისპირდება

ბორდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი, ტელევიზიის დირექტორს უპირისპირდება. განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ ტელევიზიაში არსებული მიღწევები, ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის.

ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ კაპანაძეს მართვაში აქვს ხარვეზები და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. მათივე თქმით, თანამშრომელთა მიმართ აქვს უსამართლო დამოკიდებულება და არსებობს პრობლემები შრომის ანაზღაურების კუთხითაც. 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური მოტივი არ აქვს.

თუმცა შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის წინააღმდეგ სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. აქედან ერთი "ქართული ოცნების" კვოტით გასული პირია.

მედიამკვლევარების აზრით, პროცესებს "ქართული ოცნება" მართავს, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არხი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები