08 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
"ხელისუფლებამ დაუწყო მათ ომი" - კორძაია გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შს მინისტრი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ გიორგი გახარიას უწყებამ ძალას გადაამეტა და ხელისუფლებამ პანკისელებს ომი გამოუცხადა.

"ხელისუფლებამ გუშინ განახორციელა ძალადობრივი აქტი. აშკარად გადააჭარბა ძალას და მან არათანაზომიერი ღონისძიებები განახორციელა პანკისის ხეობაში. საერთოდ გაურკვეველია, რაში სჭირდებოდა იქ არათუ სპეცრაზმის არამედ პოლიციელების აყვანა. კატასტროფულად მძიმეა შს მინისტრის ენა და მიუღებელი და დაუშვებელია ის სიტყვები, რაც მან იქ წარმოთქვა, იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებს ელაპარაკებოდა ძმობის ენით და არა იმით, რომ ის მოქალაქეების სამსახურშია და მათი ინტერესები უნდა დაიცვას.

"ასევე კატეგორიულად მიუღებელია მისი დაპირება, რომ ყველა პასუხს აგებს. თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, პასუხი მან უნდა აგოს, იმიტომ რომ იქ მყოფ მომიტინგეებს არავის ჰქონდა იარაღი და როდესაც მათ დაუშინეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი ნივთიერება მაშინ მათ გამოიყენეს ქვები და ჯოხები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ იქ მოქალაქეები ხელისუფლებასთან საომრად არ მისულან, ხელისუფლებამ დაუწყო მათ ომი"-განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები