27 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენში - გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება

მეტროს გვირაბებში ელექტროსისტემის  შეცვლა იგეგმება. ამისათვის აზიის განვითარების ბანკმა  15 მილიონი დოლარი გამოყო.

თბილისის მეტროსადგურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს სატრანსპორტო კომპანიაში აკეთებენ.

„აღნიშნული მეურნეობა სამწუხაროდ მოძველებულია და ქალაქ თბილისის მერია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად ამ ძალოვან კაბელების თემასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე დადებულია ხელშეკრულება. ეს არის აზიის განვითარების ბანკის ფინანსებით. დაახლოებით 15 მილიონი დოლარი არის გამოყოფილი და უახლოეს თვეებში დაიწყება უშუალოდ სამუშაოები,“- განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა.

გუშინ დღის ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე დაზიანების შედეგად აალება მოხდა, რის გამოც მეტროპოლიტენი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. გამოცხადდა მგზავრთა ევაკუაცია.

დღის ამბები