27 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
ტრამპს ირანთან ომი არ უნდა, მაგრამ შესაძლოა პრეზიდენტი კონფლიქტში ჩაითრიონ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონის სანქციებზე და დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე სააგენტო "როიტერსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, დონალდ ტრამპს ირანთან ომის სურვილი არ აქვს, მაგრამ ისეთ ადამიანებს როგორებიც ჯონ ბოლტონი და ბემიანიმ ნეთანიაჰუა, პრეზიდენტის კონფლიქტში ჩათრევა თავისუფლად შეუძლიათ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაგეგმილი პროვოკაციების და უბედური შემთხვევის მოწყობაც არ გამორიცხა, რომელსაც შემდეგ გარკვეული პირები რეგიონში მასშტაბური კრიზისის შესაქმნელად გამოიყენებენ.

დღის ამბები