28 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
თავდასხმების სერია შრი-ლანკაზე - ამჯერად ავტომობილი კოლომბოს აეროპორტის მახლობლად აფეთქდა

აფეთქებების სერია შრი-ლანკაში - ამჯერად ავტომობილი კოლომბოს აეროპორტის მახლობლად აფეთქდა. სამართალდამცველებმა მსხვერპლის თავიდან აცილება შეძლეს. მათ საეჭვო ავტომობილი აფეთქებამდე აღმოაჩინეს და გზა გადაკეტეს.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრი-ლანკაში ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სამართალდამცველებს წარსულში დაკავებული ჰყავდათ. საუბარია ქვეყნის სანელებლების მაგნატის ერთ-ერთ შვილზე, რომელმაც სასტუმროში აიფეთქა თავი.

აღდგომის დღესასწაულზე მოწყობილ თავდასხმებში ბიზნესმენის ორი შვილი მონაწილეობდა. პოლიციამ მათი დახმარების ბრალდებით მამაც დააკავა. სულ ტერაქტებთან კავშირის ბრალდებით კი 70-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული.

დღის ამბები