07 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა კოლორადოში - დენვერის გარეუბანში ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა კოლორადოს შტატში. ქალაქ დენვერის ერთ-ერთ გარეუბანში ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სატვირთო მანქანას წაეკიდა, რომელსაც ხის საშენი მასალა გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 2 ადამიანი. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები იყო მობილიზებული. სამაშველო ოპერაციის დროს პარალიზებული იყო დენვერის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი.

დღის ამბები