09 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
ეს ეხება ანაკლიის პორტის და თიბისი ბანკის საქმეებს - გიგი წერეთელი აშშ-ის მიერ შესაძლო სანქციების დაწესებაზე

აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ეხმაურება.

საქმე ეხება რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინი მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

გიგი წერეთელი ამბობს, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა.

წერეთელი ერთ-ერთ წინაპირობად "თიბისი ბანკისა" და ანაკლიის პორტის პროექტის საქმეებს ასახელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეებზე იკვეთება ხელისუფლების ზეწოლა.

„ფაქტია რომ არის სიგნალები, რომელიც მიდის საქართველოდან. აქ არ არის საუბარი ჩემი აზრით რაღაც დამახინჯებულ ინფორმაციაზე და ბუნებრივია ეს ეხება იმ ძალიან დიდ აჟიოტაჟს, რომელიც იყო ანაკლიის პორტთან, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით. პირდაპირ შეიძლება არ იყოს ბიძინა ივანიშვილი ნახსენები, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. პარტიის თავმჯდომარე თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ყველა სტრუქტურაზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს გზავნილი მისი მისამართითაც არის,“ - განაცხადა წერეთელმა.

"რესპუბლიკელმა" კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივის მიხედვით, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები