07 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
ტერაქტების სერიის შემდეგ შრილანკაში მასშტაბური რეიდები გრძელდება

აღდგომის დღესასწაულზე მოწყობილი ტერაქტების სერიის შემდეგ შრილანკაში მასშტაბური რეიდები გრძელდება. სამართალდამცველებმა ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ჩაატარეს.

ორმხრივი სროლის დროს რამდენიმე ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა.

რეიდის დასრულების შემდეგ კი პოლიციამ ადგილზე 15 ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის 6 ბავშვია.

ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშები, უპილოტო საფრენი აპარატები, საფეთქებელი მასალები და შაჰიდის ქამარიც.

შრილანკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ახალი თავდასხმების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ამის გამო, კათოლიკურ ტაძრებში საკვირაო ღვთისმსახურებები გააუქმეს. 

დღის ამბები