07 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ჯაშუშობაში ბრალდებულ მარია ბუტინას ვაშინგტონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ჯაშუშობაში ბრალდებულ მარია ბუტინას ვაშინგტონის სასამართლომ 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ბრალდებული რუსეთის ხელისუფლებისთვის უკანონო მუშაობის მიზნით შეთქმნულებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის ვადასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მარია ბუტინა შეერთებულ შტატებში 2018 წლის ივლისში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ რესპუბლიკური პარტიის მთავარ სპონსორებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.

დაკავებულმა დანაშაული აღიარა. სასჯელის მოხდის შემდეგ ბუტინას შეერთებული შტატებიდან სამშობლოში გააძევებენ. 

დღის ამბები